me ა.დიუმა end ''კავკასია''






დიუმა როგორც წესი ბავშვობის მოგონება, ''სამი მუშკკეტერი'', ''გრაფ მონტე კრისტო'' და ა. შ.
      მაგრამ დიუმა ყოფილა სხვაც ისეთი რომელიც არ იგონებს სიუჟეტს და რეალურ ფაქტებს ფანტაზიის გარსს არ ახვევს...
      ერთი თვის წინ ტელევიზიით ჩემი უსაყვარლესი ადამიანი დათო ტურაშვილი დავინახე, და როგორც ყოველთვის ყურადღებით ვუსმენდი.მაშინ ახსენა ა.დიუმა და მისი მოგზაურობა კავკასიაში  და რაღაც მომენტებიც გაიხსენა ამ წიგნიდან.დათოს ეხერხება ის რომ დაგაინტერესოს რაღაცით,თუმცა ეს წიგნი სულ მინდოდა წამეკითხა და მავიწყდებოდა...
მოკლედ ჩავუჯექი,როგორც იტყვიან და და დიუმასეული კავკასია შევიცანი...
მან იმოგზაურა 1858–59 წლბში. ახალ წელიწადს და ნათლისღებას თბილისში შეხვდა და იანვრის ბოლოს დასავლეთ საქართველოში გაემგზავრა საიდანაც ფოთის პორტით სამშობლოში დაბრუნდებოდა.

უამრავი საინტერესო ცნობა თუ ფაქტი აქვს გადმოცემული მას მთიანი კავკასიის,ბაქოს და საქართველოს შესახებ.შამილი მისი ცოლები დატყვევებული ქართველი თავადი ჭავჭავაძისა და თავადი ორბელიანის მეუღლეები, უსასტიკესი სახე ამ გატაცებისა.მათი გამოხსნისათვის საჭირო იყო შამილის ვაჟის ჯემალ–ედინის დაბრუნება მამისათვის,რომელიც იმპერატორმა ნიკოლოზმა ტყვედ ჩაიგდო, აღზარდა და საუკეთესო განათელბა მისცა...
ტფილისი თავისი საშინელი ქუჩებითა და ტალახებით რომლებშიც შეუზლებელია არ ჩაეფლო.სპარსული აბანოებით,რომელიც ყოველდღიური სამოთხე გახდა მისთვის. ყველაზე სათნო და გულღია ხალხით. რომ ვბევრ მათგანთან შეხვედრას სიცოცხილ ბოლომდე არ დაივიწყებს.ულამაზესი ქალებითა და ვაჟებით რომელთაც საოცრად აღწერს და ამბობს რომ ამაზე ლამაზი არაფერი უნახავს,რომ აღიარებულ ჩერქეზ ქალს ქართველი ქალი ჯობია... საქები სიტყვები არ დაუკლია მას განსაკუთრებით ქართველებისათვის თუმცა არც უარყოფით ფაქტებს არ უვლიდა გვერდს.

დიუმას მიერ დალეულ ღვინოს რაც შეეხება, ქართველებს აჯობა ამ საკითხში...
ტფილსში ჟურნალ "ცისკრის" რედაქციაში მიიწვიეს და ვახშამიც გაუმართეს იმ დროს ჯურნალის რედაქტორი ივანე კერესელიძე იყო  და სხვა ქართველ კაი ღვინისმსმელებთან ერთად მან  შეძლო  კიდევ ერთი რიგითი წევრი შემატებოდა ამ მარავალრიცხოვან რიგს :) ხელწერილიც კი დაუწერეს რომ ქართველებზე მეტი რვინო დალიაო...

ჯობს ბევრი აღარ გავაგრძელო,რადგან გაგონილს მაინც ნანახი ანუ წაკიტხული  ჯობიაო :) და მეც სანამ არ წავიკითხე არ მეგონა რომ ასეთ საინტერესო წიგნს შევეხებოდი როგორიც არის ''კავკასია'' 
p.s.  ამ მოგზაურობის დროს მას თან ახლდა მხატვარი ჟან–პიერ მუანე და როგორც მოგეხსენებათ იმ დროს ფოტოაპარატის არ არსებობის გამო ჩვენმა მუანებ ჩახატა მთელი კავკასია,მე მოვიძიე რამოდენიმე ნახატი და მონათხრობის უკეთესად აღქმისათვის დავურთავ... 

3 коммент.:

nastasia said...

martla saintereso cignia,magram me ambebis momyoli diuma ufro miyvars,tavis mushketerebian cancara kardinalebianad,vidre memuaristi :)

me said...

:)ნამდვილად,შეუდარებელია დიუმა რომანისტი და მეც თბილად ვიგონებ ბოვშვობაში წაკითხულ საყვარელ წიგნებს,თუმცა ეს სულ სხვაა და არანაკლებ საინტერესო...იმ ეპოქის ყოველი ნიუანსი ისე ცხადად იხატება რომ გგონია შენც იქ ხარ და ეხები ამას ყველაფერს.ეს დიუმას დამსახურებაა ასე საინტერესოდ რომ გადმოგვცა და მადლობა მას ამისთვის... :)

Anonymous said...

Alexandre Dumas Caucasus facebookze. http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=1528 cignis eleqtronuli versia ixilet am linkze

Post a Comment