"დავით აღმაშენებელი"

''ადამიანის სული უმთვარეო ღამეა,ათეული წელია ხშირად საჭირო ადამიანის გასაცნობად''

***

''ბედნიერებას ერთადერთი ზადი აქვს აგეთი,ბედნიერებას ვერასოდეს იხილავო საკუთარი თვალითა, თუ მზერა წაატანე თვალსა და ხელს შუა გაგიქრებაო იგი''



*** 

''ბოროტი კაცისთვის სიკეთის მიგება, შლეგებისთვის თათბირის მიწოდება და გონება ჩლუნგთათვის განკუთვნილი ქადაგება, ეს ყოველივე როდინში წყლის ნაყვაა და სხვა არაფერი''



*** 

''ჭკვიანი და ბედნიერი მე ცოტა მინახავს, პირიქით უჭკუონი და უნამუსონი უკეთ ეწყობიან ამ წუთისოფელში''



*** 

''ღვინო,ხელოვნება და მიჯნურობა მხოლოდ რჩეულთა ხვედრია,მხოლოდ ბაზარზე გატანილი არცერთი არ ვარგა''



*** 

''ქვაი ნატყორცნი გულმართალისა და მდუმარის მიმართ,მის გამომტყორცნელს მიუბრუნდება უკან''



*** 

''დიაცისთვის სილამაზე ისევე მიუცილებელი სიქველეა,როგორც ვაჟკაცისთვის სიმამაცე''


 
*** 

''სიკვდილი უკანასკნელი წრთობაა ჩვენი სულისა''



*** 

''რკინას ჟანგი სჭამს,კაცის გულს დარდი''



*** 

''სიტყვა ხან ოქროსებრ მძიმედ გასატეხია,ხან ნივრის ნაქურცვენივით ფშუტე''

კონსტანტინე გამსახურდია

0 коммент.:

Post a Comment