ვირტუალური სამყარო


ჩვენ ვიცით რომ დედამიწა ტრიალებს თავისი ღერძის გარშემო და უკვე დიდი ხანია... :)  აი 21 საუკუნე კი მთლიანად ინტერნეტ სივრცის გარშემო ტრიალებს და არც ისე ურიგოდ...

ხო, ჯერ ტელეფონის აპარატი დაიბადა, რადიო, ტელევიზორი და ბოლოს ეს ყოვლისმომცველი არსება კომპიუტერი. შეცვალა ყველა ის  შეგრძნება რასაც ხელშესახები და რეალურად აღქმული სამყარო ქვია...

ეს საოცარი ინტერნეტ სივრცე, რომელმაც ისე შემოაღწია ჩვენს ცხოვრებაში და  სულებში, რომ მისგან თავის დაღწევა ისევე რთული ხდება როგორც მწეველის, ან უფრო მეტიც ნარკომანის განკურნება. ფსიქიკური დამოკიდებულება ამ ერთი პატარა რკინა–პლასტმასისაგან აგებულ კონსტრუქციაზე საოცრად წარმოუდგენელი და სასაცილო იქნებოდა რამოდენიმე საუკუნის ან თუნდაც 19 საუკუნის რეალობაში. ჩვენი რეალობა სხვანაირია და გინდა თუ არ გინდა, მიილტვი თუ არ მიილტვი ამ კონკრეტული არსების მიმართ მაინც გითრევს და სწრაფი დინებით მიყავხარ.

ისე დაიპყრო ადამიანი მთლიანად რომ ასე მგონია ეს სივრცე უფრო მეტად გაფართოვდება,კიდევ უფრო კომპაქტური, ადვილი და ყოვლისმომცველი გახდება. ქუჩაში სიარულისას ალბად  აღარაფერი დაგვაინტერესებს და ჩვენს წინ მხოლოდ ის სივრცე იტრიალებს რომლის გარშემოც ახლა ჩვენ ვბრუნავთ...

სოციალური საიტები:ეგრეთ წოდებული ყველაზე გაპაპსავებული ''одноклассники.ru'' რომელშიც მგონი იმდენი რუსი არ არის გაწევრიანებული, შეფარდებით მოსახლეობის რაოდენობისა, რამდენიც ქართველი, შემდეგ ''facebook.com'' რომელიც ადნაკლასნიკების რეიტინგს ვერ ეწევა მაგრამ მაინც პოპულარულია და ''myspace.com'' რომელიც ჩემი აზრით ამათ შორის ნუ, შედარებით საინტერესოა. ''skype'' რომ აღარაფერი ვთქვათ,ჩვენი ყველაზე ახლობელი შუამავალი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით არის რა დროც არ უნდა იყოს...

აქვე მინდა ვთქვა და ვაღიარო რომ სამივე საიტზე ვიმყოფები,თუმცა რამდენად დამოკიდებული ვარ მათზე ადვილი გასაგებია თუ ნახავთ მათ.ის ფაქტი რომ ერთ დროს მეც ვიყავი დამოკიდებული და უბრალოდ გადავიწვი ან ის გადაიწვა ჩემთვის, ცხადია... :)        

 რამოდენიმე ხნის წინ დიდი პაუზის შემდეგ გადავწყვიტე ისევ ჩემი მეგობრებისთვის ფოტოები დამედო საიტზე, მოხდა ის რაც იმდენი ხნის მანძილზე მობეზრებული მქონდა და განახლდა თავდასხმები, კომპლიმენტები, უაზრო საუბრები და პიკს მიაღწია უკვე ორ დღეში  მაშინ როცა ერთმა ექიმმა მამაკაცმა ეგრედწოდებული კომპლიმენტების შემდეგ პირადული და ინტიმური შეკითხვების კასკადი წარმოადგინა... :) მე სად გავუშვი ჩვენი სერიოზული ექიმი ალბად გასაგებია უკვე :) მთავარი ის არის რომ უინტერესოა ეს ყველაფერი იმდენად რომ არ ღირს დროის დაკარგვა მასზე.გადავწყვიტე ამ საიტიდან თავის დაღწევა, ყველა ფოტო წავშალე 100 რაღაცა მეგობრებიც ზედ მივაყოლე და დამშვიდობება დავაპირე ნუ რამდენად გამომივიდა ეს სხვა თემაა... :)

მთავარი ის არის რომ ჩვენ დავკარგეთ რეალობის შეგრძნება,ადამიანებს აღვიქვამთ ისე როგორებსაც აქ ვხედავთ და არა ნამდვილებს,მეგობრებს და ახლობლებს ინტერნეტით უფრო ხშირად ვესაუბრებით და ვეფერებით ვიდრე რეალობაში,ყველაფერი ვიტულაურია,მეგობრობა,გაცნობა,ხელის ჩამორთმევა,კოცნა,სიყვარულის ახსნა,ყვავილების თაიგულიც კი...

ადამინს როდესაც უყურებ თვალებში,გესმის მისი ხმა და ეხები უფრო ცხადი ხდება ის  და აღიქვამ ადეკვატურად. ვერბალური კონტაკტი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სრულიად დაკარგულად ითვლება ამ სივრცეში.ძალიან ახლობელ ადამიანს რომლის ერთი სიტყვაც და გამოხედვაც საკმარისია რომ გავუგო მას ამ სივრცეში არ მესმის მისი, ან შეიძლება უცხო ადამიანი რომელიც სრულიად მისაღებია ჩემთვის და ვიმეგობრებდი მასთან ისეთად მეჩვენება რომელსაც ვერ ვუგებ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო ერთი რაღაც მინდა ვთქვა, ის ფაქტი რომ  სრულიად ვერ დავაღწევთ თავს, ცხადია.თუმცა ადვილად შესაძლებელია შეზღუდვა რაოდენობის იმ ზღვარამდე როცა დაგრჩება დრო და სურვილი ნახო მეგობარი, დატკბე რეალური ურთიერთბით,გაიღიმო ნამდვილი ღიმილით და ჩაეხუტო ნამდვილად. გადასცე ვერბალურად შეგრძნებები,გაიცნო ადამიანები, პიველივე შეხედვით დაინახო რაღაც რაც უნდა დაინახო,რომელიც არასდროს არ მოხდება აქ. ან ბოლოს და ბოლოს ვირტუალური ნაცნობობა რეალურ ჭრილში გადაიყვანო სანამ დროა...

არ მინდა ვისუნთქო ვირტუალური ჟანგბადით...

ვიარო ვირტუალური ქუჩებით...

ვისაუბრო ვირტუალურად...

ვჭამო ვირტუალურად...

ვიმეგობრო ვირტუალურად...

მიყვარდეს ვირტუალურად...

და გამიგონ ვირტუალურად...

მე ნამდვილი შეგრძნებები მინდა ნამდვილ სამყაროში... :)

4 коммент.:

Lalena said...

ხოოო ფაქტია დღეს ახალგაზრდობას უფრო ხიბლავს ”თაგვით გახსნას ფანჯარა” ვიდრე საკუთარი ხელით საკუთარი ოთახის სარკმელი შეაღოს და დილის სისუფთავე ჩაისუნთქოს დათვალი რეალური სამყაროს არსებობით დაატკბოს...

me said...

ლამაზად გამოგივიდა... :)
ხო სამწუხაროდ ეს რეალობაა ლალენა

თორნიკე said...

გამარჯობა!არაჩვეულებრივი ჩანაწერია.ასეთი წერილი ჯერ არ წამიკითხავს ,,ვირტუალურ სამყაროზე’’!

me said...

dagvianebuli pasuxi tornieks :))) madlobt :)))

Post a Comment