ზაფხულია ცივა ცივა



ზაფხულია ცივა ცივა... :)

ჩემი საყვარელი ფულფულა იასამნისფერი ნასკები და ვარდისფერი ჯაკეტი გავიხსენე უცებ და გავთბი...   დაახლოვებით ასეთ ფორმაში ვარ მხოლოდ ფერებია სხვა :)  ისე მგონი ეს გოგო რაღაცით მგავს ხო იცი:) 

ცაზე იმდენი ღრუბლები ირევიან და იბლანდებიან საოცარი სანახაობაა... :)

მთელი დღე ვხატავდი,ცოტა მზე მიშლიდა ხელს მაგრამ მაინც რაღაც გავაკეთე...

მერე ვიცოდი რომ 19:00 უნდა დაწყებულიყო ის ფილმი მე რომ ძალიან მიყვარს და ის მსახიობები რომ მონაწილეობენ,ასევე ძალიან რომ მიყვარს,ვუყურე და ვისიამოვნე, თან ასკილის ვარდის ჩაი გავიკეთე და საერთოდ ფანტასტიური იყო...

სიცივეს ვეღარ ვგრძნობ მაგრამ ფეხები სულ ცივი მაქვს და ძალიან უნდა ცხელოდეს სითბო რომ შევიგრზნო ჩემი სხეულის ამ ნაწილში :) ვერ ვიტან ამის გამო და ასეთი ლამაზები რომ არ იყვნენ ვიცი რასაც ვუზამდი :) :P

კიდევ მთელი ორი დღე ტვინი წავიღე რასაც ქვია და მგონი თავი მოვაბეზრე ყველას და არ იცი რატოომ...? 

ყველა გარშემო,ოჯახის წევრები თუ მეგობრები გაიძახიან როგორ ცივააა,ეს რა საშინელი ამინდებიააა,რა ზაფხული გვაქვსსს...:)  წუ წუ წუ...  სულ წუწუნი :)  ჩემი პასუხი ყოველ ასეთ წინადადებაზე არის: იცით ეს რასთან არის დაკავშირებული...?  გლობალურ დათბობასთან, თუ ვინმემ არ იცის ამ ფენომენის ზუსტი და ლოგიკური ახსნა განმარტება გადავდივარ შემეგ ეტაპზე :)  თუ რა იწვევს გლობალურ დათბობას და რა ცვლილებები ხდება ამ დროს დედამიწაზე...  ნეტავ არ მცოდნოდა ეს ყველაფერი :) 

მაგრამ მათგან განსხვავებით მე მაინც არ ვწუწუნებ, იმიტომ რომ მიყვარს ასეთი ზაფხული როცა აქ ვარ ქალაქში თან ალბად ახსნაც მაქვს ამისი და ამიტომ ჩუმად ვარ :D 

ჩუმააად.... :)  

3 коммент.:

nastasia said...

:))))
zustad ramdenime kviric cin davcere msgavsi posti...
miyvars roca unda cxelodes da ar cxela da jaletshi da getrebshi bednierad chais chiqase itbob xelebs...

idealno :P

me said...

:)სასიამოვნოა ნასტასია,ერთი აზრი გვქონია...:)

Sophie שרה Golden said...

რა კარგი რაღაცები გამახსენე და მიხარია, რომ ჩემს ბლოგზე შემოხვედი და მერე მე შენი ბლოგი ვიპოვე :)
ზაფხულში მენატრებოდა ხშირად თბილად ჩაცმა და სავარძელში ჩაფუთვნა, წიგნის წაკითხვა... წელს ამიხდა ეს ნატვრა :)

Post a Comment