?{/]~0(&.>/?"=*

საერთოდ არ მიყვარს წერა როცა ცუდად ვგრძნობ თავს,მაგრამ რატომღაც მგონია ჩემი ბლოგი დამეხმარება ეს გრძნობა მოვიშორო...

მთელი დღე რაღაც იდიოტური მქონდა, გაურკვეველი, რომ ვერ ხვდები რა გინდა, საით მიდიხარ,რას აკეთებ,როგორ აკეთებ. საშინელი აურზაური იყო როგორც გარშემო ასე ჩემს თავში.

თუმცა ამ აურზაურში მოხდა რაღაც, რაღაც ძალიან სასიამოვნო...:)

მიუხედავად იმისა რომ სასტიკი და დაუნდობელი ხარ, არ ეპუები არაფერს და პირდაპირ ეუბნები ადამიანებს იმას რასაც ფიქრობ ან არ ფიქრობ მათზე, იმიტომ რომ ცუდ ხასიათზე ხარ, იმიტომ რომ უბრალოდ ასე გინდა. იმიტომ რომ გინდა იცოდეს შენი აზრი, შენი აზრი რომელიც აუცილებლად უნდა მოისმინოს და გაიგოს რაც არ უნდა იყოს ეს...  ამისდა მიუხედავად ეს ადამიანები აღმოჩნდებიან საოცრად სხვა იმისგან რაც გეგონა...  აღმოაჩენ რომ თურმე შეუძლიათ გიპასუხონ ისე რომ არ გატკინონ, დაგინდონ, იმიტომ რომ უბრალოდ გაგიგეს, გაგიგეს უფრო ღრმად ვიდრე ეს შესაძლებელი იქნებოდა ან წარმოდგენელი. თუ გული ეტკინათ, არ გიპასუხეს ტკივილიანი ხმით რომ შენც ისეთი ცუდი ხარ...  თუ არ მიიღეს შენი ნათქვამი, ეს ლამაზად და მოფერებით გადმოგცეს...  თუ დაუნდობლად ჩაგთვალეს, მეტად დაგინდეს...  და გითხრეს რომ არსებობს ის რაც მაღლა დგას ყველაფერ ამაზე, გაცილებით მაღლა, მეცხრე ღრუბელთან...

რა სასიამოვნოა ეს... რა სასიამოვნოა ვერც კი წარმოიდგენთ...  როცა ასეთი ადამიანები არსებობენ...

0 коммент.:

Post a Comment