1 სექტემბერი






ძალიან მიყვარდა ეს თარიღი ''1 სექტემბერი''
ან უბრალოდ მიჩვეული ვიყავი რომ მთელი 11 წლის განმავლობაში სკოლაში მივდიოდი ამ დღეს, მანამ კიდევ 2–3  წელი ბაღში. ყოველ 1 სექტემბერს  მოლოდინით, სევდანარევი სიხარულით, მონატრებით და რაღაც ახლის დაწყების სიხარულით ვეგებებოდი...   მიხაროდა რომ ვნახავდი ჩემს მონატრებულ მეგობრებს და იმ  სკოლის ოთახებს, დერეფნებს და ეზოს სადაც იმდენი საინტერესო და სასიამოვნეო დღეები მაქვს გატარებული... ცვლილებეს მტკივნეულად განვიცდიდით როცა რამოდენიმე წლის განმავლობაში ერთ საკლასო ოთახში ვიომყოფებოდით და მერე უცებ სხვა სართულზე, განსხვავებულ ოთახში აღმოვჩნდებოდით. ამ ოთახს ხანდახან გავიხსენებდით ხოლმე, შევუვლიდით და როცა იქ სხვა ბავშვები გვხვდებოდნენ დანაღვლიანებულები ვუყურებდით და ვიგონებდით იქ გატარებულ დროს, იმ სართულის დერეფანს სადაც იმდენი გვირბენია...
საოცარია სკოლაში გატარებული დრო, ისეთი ლაღი და უდარდელი... როგორ ვაბრაზებდით მასწავლებლებს,რამდენ სისულელეს და მაიმუნობას ვაკეთებდით, როგორ ვატყუებდით მათ ან ისეთ საშინელებას ვუკეთებდით რომ ჩვენს კლასში შემოსვლის სურვილიც ეკარგებოდათ :)  ერთი ამდაგვარი ისტორია მახსოვს მუსიკის მასწავლებელთან, ისეთ დავმართეთ ქალს რომ ჭკუიდან გადავიყვანეთ, თან ბოლო გაკვეთილი იყო იმ წელს მუსიკას ვამთავრებდით და მგონი სამუდამოდ დავამახსოვრეთ თავი, სხვა დროს როცა დაგვინახავდა შორიდან გვესალმებოდა ახლოს არ გვიკარებდა :D  მახსოვს ასეთი ფრაზა თქვა: აღარასოდეს აღარ შემოვალ თქვენს კლასშიო და თავის წინ მდგომი მაგიდა გადააყირავა... ნუ ეს რაღაც სასწაული იყო, მთელი ოთახი შეზანზარდა და ჩვენ გავისუსეთ, თუმცა მალევე სიცილი აღვიტყდა და დავუძახეთ, მას...  ეს ისედაც ბოლო გაკვეთილიაო... :)      ჩვენთვის ვინც ახლო მეგობრები ვიყავით, შეუდარებელი და ფანტასტიური მოგონებები გვაქვს, შატალოები მთელი დღით ან გაკვეთილის ბოლოს, # 1 ტროლეიბუსი და მუშტაიდის პარკი... სკოლის ეზოში კალათბურთი ფეხბურთი და წუწაობა... ფიზ. კულტურაზე თოკებზე სრიალი, ხტომა და სირბილი... ისე სულ პირველი ვიდექი სიმაღლისდა მიხედვით მგონი 11 კლასამდე :)
დაუვიწყარია ეს ყველაფერი და მაშინ ვერ აფასებ, როცა უკვე იზრდები, სტუდენტი ხდები უფრო გრძნობ რომ რაღaც საუკეთესო წლებმა ჩაიარეს და აღარასოდეს დაბრუნდებიან...
1 სექტემბერიც აღaრ იყო
აკადემიაში რატომღაც 15 სექტემბერს იწყებოდა სწავლა სულ ყველა სასწავლებლისგან განსხვავებით და ეს ორი კვირა უაზროდ ვიყავით რა გვეკეთებია არ ვიცოდით...  პირველ კურსზე რომ გამოვცხადდით 1–ში დიდი სიხარულით რომ სტუდენტები ვართ, უკან გამოგვაბუნძულეს და იმის მერე 5 წელი ასე გრძელდებოდა...
ეს ყველაფერი გამახსენდა იმიტომ რომ ამ ბოლო წლებში ვხედავ რომ დაიკარგა ეს განცდა 1 სექტემბრის და რომელ წელს, რომელ რიცხვშიც უნდათ იმ რიცხვში იწყებენ სწავლას. აღარ არის ის ერთი ლამაზი თარიღი რომლის მოლოდინი და ასოცირება ექნებათ ბავშვებს ამ ლამაზ დღესთან...
P.S. შეიძლბა ჩემთვის არის ეს რიცხვი ასეთი მნიშვნელოვანი და ამიტომაც მომაგონდა რომ აღარ არსებობს და არც აინტერესებთ...

2 коммент.:

Unknown said...

mec miyvarda es dge :)
mxolod imitom rom shemodgoma icyeboda :) aranairi sxva mizezi :)

axla mcioda :) cels pirvelad :)

me said...

მე სკოლა მიხაროდა ძაან და ეს დღე ყოველთვის სკოლის დაწყებასთან ასოცირდებოდა...:)
სექტემბერი კი საერთოდ ჩემი საყვარელი თვეა...

Post a Comment