my birthday { 13. 09 }












სიხარული და შეგრძნება იმის რომ ჩემი დაბადების დღეა და ამით გავიხარო მხოლოდ ბავშვობაში დარჩა...  შემდეგი დაბადების დღეები არც ისე საინტერესო იყო რამოდენიმე გამონაკლისის გარდა...   ანუ ეს ჩემი დღე აღარ იყო არამედ სხვების,როცა ზრუნავ იმაზე სტუმრებს როგორ ასიამოვნო და გაართო...  და შეგრძნებაც შესაბამისად არასასურველი გახლდათ... 

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აღარ მიყვარდა ეს დღე... რაღაც არასასიამოვნო მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ცუდად დამრჩა მოგონებად...

წელს პირველად გადავწყვიტე რომ დაბადების დღე ჩემი თავისთვის უნდა მიმეძღვნა... და ისე გამეტარებინა როგორც მინდოდა...  შემიყვარდა ისევ ეს დღე და ის სულელური აზრები თავიდან მოვიშორე...   თუმცა აღმოჩნდა რომ ის ახლობელი ადამიანები რომლებიც ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყვნენ ამ დღეს არ იქნებიან თბილისში...  ნუ გული დამწყდა...  რა თქმა უნდა...  მაგრამ ნათქვამია: "კაცი ბჭობდა ღმერთი იცონოდაო",ცოტა ცუდი შედარებაა ღმერთთან ამ ფრაზაში მაგრამ იდეა ნამდვილად ჭეშმარიტი... და ალბად ასე იყო საჭიროთქო და შევეგუე,რას ვიზამ :(

ის შეგრძნება რაც წლების მომატებას ახლავს ხოლმე თან უკვე გადავლახე,ასე ვთქვათ წინასწარ მოვამზადე თავი... ასე რომ იმედი მაქვს ამ დღეს მაინც სასიამოვნო ხასიათზე ვიქნები და რობის სინდრომი არ შემაწუხებს... :)

დაბადების დღე გარდა იმისა რომ ზეიმი და სიხარულია.შენი მხოლოდ შენი ერთი დღე მთელი წლის განმავლობაში,არის კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი და არა მგონია  ვინმეს სიამოვნებას არ ანიჭებდეს ეს, საჩუქრები... :)

ერთი სული რომ გაქვს როდის გახსნი და ნახავ რა არის შიგნით, რაც უფრო შეფუთულია მით უფრო მძაფრდება ეს შეგრძნება... :)

ეხლა გამახსენდა საჩუქრები რომლებიც ჩემთვის ყველაზე სასურველი და საყვარელი აღმოჩნდა რაც კი ოდესმე მიმიღია და მათ ფოტოებს დავამატებ....  და რა არის ჩემთვის საინტერესო, რაც მინდა რომ მივიღო...  ეს არის განსხვავებული და საინტერესო ნივთები...  წიგნი...  სუნამო...  და რათქმა უნდა ყვავილები...

მაგრამ ყველაზე ყველაზე სასურველი საჩუქარი ლამაზად გატარებული დღეა, რომელიც მთელი შემდეგი ცხოვრება ასევე მოგაგონდება... :)

............................................................................................................................

........................................................................................

...................................................

................

4 коммент.:

Sophie שרה Golden said...

მე, საერთოდ, არ მიყვარს ჩემი დაბადების დღე, სხვისი მირჩევნია.
საჩუქრები კი მახარებს, მაგრამ იშვიათად, რომ ვინმემ ის მაჩუქოს, რაც მინდა :ლოლ: ყველა იმას მჩუქნის, რაც თვითონ გაუხარდებოდა :D

me said...

პრინციპში გააჩნია ვინ არის ის ადამიანი შენთვის და რამდენად იცი რა უნდა მას...:)
რამოდენიმე ხნის წინ მე შევცდი ასე,მართლა მეგონა ადამინს ჭირდებოდა ის რასაც ვჩუქნიდი აღდგომა დღეს და აღმოჩნდა რომ არაფერში... ასეც ხდება ხოლმე...:)

me said...

მე მივიღე გუშინ ძაან საყვარელი საჩუქარი...:)
მადლობა სიხარულო...:)

Unknown said...

chemtvis yvela sachuqari dzalian dzvirfasia :)

Post a Comment