ბავშვობაში მეგონა რომ...




თავიდან ძალიან დავიბენი და არც ვიცოდი საერთოდ რა უნდა დამეწერა. არაფერი არ მაგონდებოდა მსგავსიც კი... მერე გამახსენდა რომ თამთამ დამთაგა თუ რაღაც ეგეთი და  რომ არ დამეწერა ტეხავდა... ;)  მოკლედ გუშინ ძილის წინ გონება დავძაბე და რაც კი შემეძლო ბავშვობა მოვიახლოვე წუთით მაინც ...

ესეც ასე...

მეგონა რომ... ყველაზე ბედნიერი არსება ვიყავი ამ ქვეყნად...

მეგონა რომ...  სამყარო გარშემო უმშვენიერესია და ყოველთვის ასე იქნება...

მეგონა რომ... როცა დედა ზაფხულში, გურიაში მტოვებდა ან საზღვარგარეთ მიდიოდა უკან აღარ დაბრუნდებოდა და მარტო ცავრჩებოდი...

მეგონა რომ... ჩემი სიზმრები მართლა არსებობდნენ  და იქ მყოფი უცნაური არსებებიც, რომლებიც ხან მაბრაზებდნენ და მაშინებდნენ ხანაც კი მახალისებდნენ...

მეგონა რომ... სულ ასე პატარა დიდი ვიქნებოდი და არასოდეს დავემსგავსებოდი ამ უფრო დიდ ადამიანებს...  უცნაური ჩაცმულობებით და უცნაურ თემებზე მოლაპარაკეებს...  არც მათი ცხოვრებით ვიცხოვრებდი და არც მათნაირად ვიმოძრავებდი...

მეგონა რომ ყველაზე საყვარელი ვიყავი დიდი მწვანე თვალებით და ქერა კულულებით... რომ ჩემი სილამაზით მოხიბლული ის გახდებოდა ჩემი პრინცი...

მეგონა რომ თუ ადამიანები მეყვარებოდა მათაც ვეყვარებოდი...

მეგონა რომ თუ ტყუილს არ ვიტყოდი არც მე მომატყუებდნენ და გულს არ მატკენდნენ...

მეგონა რომ სულ ასეთი ლაღი იქნებოდა ბავშვობა და მასში ჩვენ ვინც დიდი მეგობრები ვიყავით...

მეგონა რომ, როცა ჩემი უსაყვარლესი, დედიკოს შეკერილი იასამნისფერი სარაფანი დამეხა საშინელი რამ მოხდა და ძალიან განვიცადე... 

მეგონა რომ ციცინათელები ყოველთვის იციმციმებდნენ ჩემს ეზოში და ჩვენც სულ ასე ვირბენდით მათ დასაჭერად...

მეგონა რომ ჩემნაირი მამა არავის ყავდა... რომ ერთხელაც მოვიდოდა დარჩებოდა ჩემთან და აღარასოდეს გაიხურავდა კარს...

..........................................................................................................

P.S. ძალიან ლამაზია ბავშვობა და ის მოგონებები;თემა არ მაძლევს საშუალებას რომ ბევრი კარგი რამ დავწერო, თუმცა ამის დროც მოვა... :) 

4 коммент.:

Unknown said...

satauri arascorad giceria hoda megona iq imas cavikitxavdi tu ra gaognebda bavshvobashi :) ise martla sainteresoa :)

ra gvikvirda bavhsvobashi :)

Sophie שרה Golden said...

ძალიან საყვარელი ბლოგი გაქვს, დიზაინი განსაკუთრებით მომწონს. ბლოგროლი გააკეთე, რომ სრულფასოვანი ბლოგი იყოს და ბევრმა წაიკითხოს, რადგან ნამდვილად ღირს ამად.

მწვანეთვალებიანი ხარ? :love:

me said...

:) მადლობა სოფი,ძალიან სასიამოვნოა რომ მოგწონს და ასე შეაფასე...:)

კი მწვანეთვალებიანი ვარ:):*

მარიკო said...

მომეწონა კაი იყო =) ნაწილობრივ მეც მასეთი რაღაცეების მჯეროდა მარა ...

Post a Comment