ოცნებებიოო...

ხოდა იქით გადავიხედე ოცნებებიო... აქეთ გადმოვიხედე ოცნებებიო... მერე სადღაც შემთხვევით გავიარე იქაც ოცნებებიო... ბოლოს ვიფიქრე მეც ხომ მაქვს ოცნებებიოოო... :P 
და თან არავინ მთაგავსო თუმცა ამ სიტყვის მნიშვნელობას არავინ მიხსნის მაინც მინდოდა ვინმეს დავეთაგე... ძააან მეცინება ამ სიტყვაზე, რაღაც უცნაურად ჟღერს ქართულად და საინტერესოა რა ეროვნების წარმოშობა აქვს ამ "თაგვას" ან შესატყვისი ქართული თარგმანი... :)
ნუ ასე...

   გადავწყვიტე ამ თემაზე დავწერო და სულ არ მინდა რაღაც ჩარჩოებში მოვექცე, რომლიდან გასვლაც ასეთი სასიამოვნოა ხოლმე...

ბავშვობაში სულ ვოცნებობდი... ხან რაზე ხან რაზე... ფანტასტიურზე თუ რეალურზე... სულ ღაღაცას ვკითხულობდი და მერე ამ ნაწარმოების გმირადაც კი  წარმოვიდგენდი ხოლმე თავს...
ხოდა მერე ერთხელაც გავიღვიძე გაზრდილმა და აღმოვაჩინე რომ აღარ ვოცნებობ, როდის შევწყვიტე ისიც აღარ მახსოვდა... მერე ძალიან რეალურად ვოცნებობდი... მერე საერთოდ აღარ ვოცნებობდი... ბოლოს ერთმა საინტერესო და ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა: თაკო იოცნებე... ბევრი იოცნებე... ამაზე იფიქრე წარმოიდგინე და ყველაფერი რეალური გახდებაო... რათომღაც მომეწონა ეს დადებითი ემოცია და ბევრი ვიფიქრე ამაზე თან გამახსენდა რა კარგი იყო როცა ვოცნებობდი, მოლოდინი მქონდა და მისრულდებოდა... მერე ვთქვი მოდი ერთ კიდევ ვცდი, ვიოცნებებ, ვიფიქრებ და იქნებ მართლა გამოვიდესთქო... აღმოჩნდა არც არაფერი... ან უფრო ის არ მოვიდა ვისზეც ვოცნებობდი და დროებით დავიჯერე ეს ოცნება...
   მაგალითად კიდევ ერთ ფაქტს მოვიყვან: ბოლო ერთი წელია ვწვალობ და მივისწრაფი რაღაცისკენ რისი გაკეთებაც ძალიან მინდა, არაფერი არარეალური არ აქ არის, ჩემს საქმიანობას შეეხება და მონდომება საკმარისი მაქვს რომ გავაკეთო ის რაც მინდა... მაგრამ დიდი ძალისხმევის და მოთმინების მიუხედავად, თითქოსდა არაფერი არ მიწყობს ხელს... ვიფიქრე ამაზე და ის იყო ფარხმალი უნდა დამეყარა რომ გადავწყვიტე მაინც გავაკეთებ და ყველას დაუხმარებლად, მხოლოდ ჩემით... და ვიცი რომ ბევრი წვალება დამჭირდება, მაგრამ შევძლებ... ისე თუ რამე გამიკეთებია ცხოვრებაში ყველაფერს მაინც ჩემით ვაკეთებ, არავინ არასდროს არ მეხმარება და ალბად ახლაც ასე უნდა იყოს...
   ამ დღეებში სიზმარი ვნახე... საერთოდ არ მჯერა ხოლმე სიზმრების და არც ვაკვირდები... თუმცა არის რაღაც რაც ამსრულებია, პირდაპირი მნიშვნელობითაც კი და გაკვირვებისგან ცუდად გავმდარვარ...  ახლაც დამესიზმრა მსგავსი და ძალიან მინდა ისე ასრულდეს...
   ფსიქოლოგები როგორც ამბობენ ოცნება კარგია და საჭიროც არის გარკვეული დოზითო. თან ადამიანებს ეხმარება მწარე რეალობას გაექცნენ და მათში იპოვონ სიხარულიო... არ ვიცი შეიძლება ოცნება მართლაც გვეხმარება, მაგრამ თუ ის არ სრულდება მგონი უფრო დიდი ტკივილი ჩნდება და იმედგაცრუება... თუმცა ალბად ბევრ ადამიანს გადაურჩენია ასე თავისი თავი და სასოწარკვეთილებისგან ხსნილა... შეიზლება, თუმცა ჩემს შემთხვევაში ვიცი რომ მხოლოდ უფალს და მის რწმენას შეუძლია მწარე რეალობის ხლართებიდან გიხსნას...

   ეხლა მყარად მწამს და მჯერა რომ, როცა რაღაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში დადებითი მოხდება, იმისდამიუხედავად  წარმოიდგენ თუ არა მას... უბრალოდ იცხოვრე და დატკბი ყოველი წამით, ყოველი დღით და იყავი ჰარმონიული შენს თავთან... უფალმა იცის შენს გულის სიღრმეში დამალული ნატვრა და თუ მისი სურვილი შენსას დამეთხვევა მაინც მოვა...
   ხომ შეიძლება მოგეცეს და ვერ დაინახო, მერე უფრო მტკივნეული იქნება ამის წართმევა... ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მზადყოფნას და გააზრებას იმისა თუ ნატვრის მიღების შემთხვევაში რამდენად შეგვიძლია,მივიღოთ ისე როგორც მოგვეცა, შევინარჩუნოთ და გავიაზროთ ამ წყალობის ყველა მხარე... შეცდომა არ დავუშვათ და მადლიერები ვიყოთ...

   სწორად დანახული...  გულით ნანატრი...  უფალს შევედრებული...  არასოდეს არ დაიკარგება და თავის გზას იპოვის მაინც...  მთავარი ალბად მაინც ის არის რომ გვჯეროდეს...


2 коммент.:

nastasia said...

liliam damilinka cegan sheni saiti da ucbad megona ro pirvelad shemovedi,mere mivxvdi,ro ubralod dixaini gaqvs axali da shen is xar,chemsavit ro giyvars safxulshi civi amindebi da chai :)

ocnebebis asrulebs da asrulebisas mzadyofnas gisurveb...:)

me said...

მადლობა ჩემო კარგო...:)

Post a Comment