ასეთი რამ საკმაოდ ხშირად ხდება,თუმცა ხშირად ვატარებ და წერა უბრალოდ მეზარება და ამიტომ ეს ამდენი ფიქრი ჩემში რჩება...
დღეს ისე სახლში აღმოვჩნდი და თან ფრაზამაც არ დააყოვნა და წამოვიდა...
тишина душ между людьми...
ქართულად რომ გადავთარგმე ეს ფრაზა რაღაც ვერ გამოვიდა ისეთი და ვარჩიე რუსულად დამეწერა,მითუმეტეს რომ რუსული ჩემთვის ძალიან საყვარელი ენაა.
არა "სულიერი სიმშვიდე" არა ეს სულ სხვა რამ არის... არამედ "სულის სიჩუმე" ადამიანებს შორის... ისეთი ღრმა და ამოუცნობი რამ არის არ ვიცი გადმოვცემ თუ არა იმას რაც გავიაზრე ამ ფრაზასთან დაკავშირებით...

მგონი ბევრი რთული კითხვა დამებადა ან სულაც არა და ყველაფერი მარტივი და ახსნილია ადამიანებისთვის,მხოლოდ სიტყვებით უჭირთ ამის გადმოცება.იქნებ არ ღირს საერთოდ ამაზე საუბარი და სიჩუმე სიჩუმედ უნდა დარჩეს...
არ ვიცი...
მე მხოლოდ ამ სიჩუმის აუხსნელ ბგერებს მინდა ვუთხრა რომ უსასრულოა... უსაზღვროა და მხოლოდ სიყვარულია... უჩუმესი და უსუფთავესი...
უხილავი მოლეკულები ჰაერში დაფარფატებენ და ლამაზ მელოდიას ერწყმიან, იკარგები ამ და იმ ცხოვრებას შორის და მიუწვდომელ საფეხურს ეხება სული...
სული სიჩუმეში...
არიან ადამიანები რომელთაც განუცდიათ ეს და კარგად იციან არიან ისეთებიც რომელთათვისაც მიუწვდომელია.
და მე მგონია რომ ეს ღვრთის საჩუქარია მათზე რომელთაც სულის სიჩუმეს ერთხელ მაინც შეხებიან...
არის რაღაც რასაც მართლა ვერ გამოხატავ სიტყვებით და ის რისი დაწერაც თითქოს შემეზლო სადღაც აზრსა და ბგერებს შორის იხლართებიან...
тишина душ между людьми...
тишина душ...
:)
3 коммент.:
მეც მიყვარს ამაზე ფიქრი.
ყველაზე ხშირად, იცი რომელი ფრაზა მახსენდება???
ანა გერმანის სიმღერიდან: "Мы бесконечное эхо друг друга..."
ბედნიერ წელს გისურვებ, თაკო, სიახლეებით და აღტაცებებით სავსეს! Love & be loved!!!
P.S. Я ошиблась :) "мы долгое эхо друг друга! =)) რატომღაც бесконечное მახსოვდა...
:))) როგორ მოუხდა ეს სიმღერა ამ პოსტს :* მადლობა სოფი...:)
Post a Comment