მონანიება




გუშინ გვიან ღამით ფილმს ვუყურე და რაღაც დიდი ვერაფერი დამიტოვა.ერთი ჩვეულებრივი ისტორია რომელიც ერთფეროვანი და ბანალური ტრაგიზმითაა გაჟღენთილი.ის გულის ამაჩუყებელი ცრემლებიც კი ვერ მომგვარა,თუმცა ამ ბოლოდ დროს ვხვდები რომ ვერც ერთი ასეთი ფილმი ვეღარ მაღელვებს,ამის მიზეზს ვერ ვხვდები და ისე არც მინდა, სისულელეა ეს ყველაფერი,როგორ უნდა იტირო ასეთ ფილმებზე ვეღარ წარმომიდგენია...?
მოკლედ დილით ვიღვიძებ და უცებ ამოტივტივდა ჩემს გონებაში ამ ფილმის ის მთავარი კვანძი რაზეც იყო აგებული და მთლად გადასაგდებიც რომ არ იყო იმასაც მივხვდი,თანაც მახსოვს ეს ფილმი ოსკარის ნომინაციებზეც იყო წარდგენილი. მიიღო თუ არა აღარ ვიცი... :)
ასე ...
მთავარი გმირის მონანიება თავისი ჩადენილი საქციელის მიმართ ჩემთვის მთავარი არ არის.ყველაფერი ამ ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა მათ ცხოვრებაში და დაამთავრა მათი არსებობა ასე ვთქვათ,ასე რომ მთავარი სხვა რამ აღმოჩნდა...
უფალი ადამიანებს გვაძლევს ცხოვრებას, არსებობის უფლებას,მერე ჩვენ ვმოქმედებთ თავისუფალი ნების მეშვეობით.ეს მოქმედება შეიძლება ასეთი საბედისწეროც იყოს და აღარაფერი ეშველოს ამ ქვეყნად.რა საშინელებაა არაა...?
მაგრამ როგორ შეიძლება გამიჯნო ადამიანმა უფლის ნება და ადამიანის ნება,რატომ შეუძლია ერთი ადამიანის სულელურ შეცდომას შეცვალოს მეორე ადამიანის ცხოვრება და არსებობა...
ან როგორი ძლიერი უნდა იყო რომ ვერავინ შეძლოს,სულელურად თუ სიბოროტით შეცვალოს შენი სამყარო.რთულია ეს ყველაფერი მაგრამ ბევრ რამეზე გაფიქრებს...
ადამიანი იმდენად ძლიერი უნდა იყო რომ უფლის ნებას ვერ აღემატებოდეს ადამიანის ნება
და რომ ისეთი წყალობა იყოს შენზე ვერც მოგეკაროს დამანგრეველი ძალა...

ალბად ასეა... თუ გადმოვეცი ის რაც გავიაზრე არ ვიცი,მგონი ისე ვერ როგორც ვიგრძენი მაგრამ მაინც ხომ შევეცადე...:)
მოკლედ გირჩევთ უყუროთ იქნებ თქვენ რაღაც კიდევ სხვა აღმოაჩინოთ ამ ფილმში...:)
http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=INKNJ

0 коммент.:

Post a Comment